ტანკი კონტეინერები

ტანკ კონტეინერები უნდა იყოს სულ ცოტა 80%-ით სავსე, რათა მოძრაობისას თავიდან იყოს აცილებული სითხეების სახიფათო რხევები თუმცა ისინი როგორც წესი არ შეიძლება იყოს 95%-ზე სავსე, ან მათში არ იქნება საკმარისი თავისუფალი სივრცე თერმული გაფართოებისთვის. თერმული გაფართოების ხარისხი შეიძლება იყოს გამოთვლილი თითოეული ტვირთისთვის შემდეგი ფორმულების საფუძველზე:

ΔV = Va · γ · ΔT

Ve = Va (1 + γ · ΔT)

ΔV : მოცულობის ცვლილება
Va : მოცულობა საწყის ტემპერატურაზე a
Ve : საბოლოო მოცულობა ტემპერატურაზე e
γ : მოცულობითი (თერმული) გაფართოების კოეფიციენტი
ΔT : ტემპერატურული სხვაობა კელვინის გრადუსებში

ტანკ კონტეინერებზე, რომლებიც განკუთვნილია საკვების ტრანსორტირებისთვის, უნდა იყოს წარწერა “მხოლოდ სასმელი სითხეებისთვის”.

ზოგიერთი სახიფათო მასალა უნდა იყოს ტრასპორტირებული ტანკ კონტეინერებში, რომლებსაც არ აქვთ შემშვები ან გამომშვები ნახვრეტები სითხის ზედაპირზე დაბლა.

ტანკ კონტეინერები ზოგადად განკუთვნილია სამუშაო წნევაზე 3 ბარამდე (ატმოსფერულზე ზევით). გამოიყენება საცდელი წნევა 4.5 ბარი (ატმოსფერულზე ზევით).

თუ ტვირთი მოითხოვს ტრანსპორტს ტემპერატურის კონტროლით, ტანკ კონტენერები შეიძლება იყოს აღჭურვილი იზოლაციით ან გათბობით. ტვირთის ტემპერატურის ზუსტი კონტროლირება შეიძლება ტემპერატურული სენსორების მიერ.

ზომები/წონა
აი ტანკ კონტეინერების ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალები .

20 -ფუტიანი ცისტერნა-კონტეინერი

გარე ზომები

წონა

სიგრძე

გარე ზომა  ISO-ს მიხედვით [მმ]

სიგანე

გარე ზომა  ISO-ს მიხედვით [მმ]

სიმაღლე

გარე ზომა  ISO-ს მიხედვით [მმ]

მაქს.წონა

ბრუტო

[კგ]

ტარის წონა

[კგ]

მაქს. მარგი დატვირთვა

[კგ]

6058

2438

2438

30480

4190

26290

6058

2438

2591

30480

4190

26290