საჰაერო გადაზიდვები

საჰაერო გადაზიდვები სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით ყველაზე
სწრაფი და უსაფრთხოა. მას იყენებენ ძირითადად ტექნიკის, ფარმაცევტული
პროდუქციის, ტანსაცმლის, სეზონური პროდუქტებისა და მაღალი მოთხოვნის
პროდუქტების გადასაზიდად. საჰაერო ტრანსპორტირებისას გაცილებით მარტივია
ტვირთის კონტროლი, ასევე ის ყველაზე უსაფრთხოა, რაც ტვირთის დაზიანების შანსს
მინიმუმამდე ამცირებს.

ჩვენი საჰაერო გადაზიდვა ვრცელდება აეროპორტიდან – აეროპორტამდე და კარიდან –
კარამდე მიწოდებაზე. გთავაზობთ ტვირთის შეგროვებას აზიის, ევროპისა და აშშ-ს
მთავარ ქალაქებში. ჩვენი კომპანიის დახმარებით ადვილად ხელმისაწვდომია თქვენი
ნებისმიერი საჰაერო გადაზიდვის მოთხოვნის შესრულება.
გთავაზობთ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის სრულ პაკეტს, მათ შორისაა:

  •  ტვირთის შეგროვება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში
  •  საბაჟო – საბროკერო მომსახურება
  • საჰაერო გადაზიდვის საკონსულტაციო მომსახურება
  • მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციალური ტვირთების გადაზიდვა
  • სწრაფი საექსპდიტორო მომსახურება მსოფლიოს მასშტაბით
  • ტრანსპორტის დაზღვევა
  • დოკუმენტაციის მომზადება
  • კარიდან – კარამდე მიწოდების პრინციპი მსოფლიოს მასშტაბით