ჩვენ შესახებ

დაარსებიდან მოკლე დროში, “Caucas Transport Solutions” (CTS) , რომელიც ევროპულ სტანდარტებზეა მორგებული შეძლო  საქართველოში ერთ-ერთ  წამყვან სატრანსპორტო კომპანიად ჩამოყალიბება. მენეჯმენტის სწორმა მიდგომამ და განვითარებისკენ მუდმივმა სწრაფვამ იმოქმედა კომპანიის რეპუტაციაზე და მოიპოვა აღიარება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე უცხოელ პარტნიორებთან.

საერთაშორისო გადაზიდვების კერძო კომპანია თბილისში 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიის ოფისები განლაგებულია საქართველოს,  გერმანიის, იტალიის და  თურქეთის  ქალაქებში.

“Caucas Transport Solutions” გთავაზობთ საექსპედიტორო და ინტეგრირებული ლოჯისტიკური მომსახურებების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს ყველა სახის ტვირთების ტრანსპორტირებას, კონკრეტული წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

თქვენი ტვირთის სპეციფიკის შესაბამისად გთავაზობთ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს. თუ თქვენ გჭირდებათ ტვირთის გადაზიდვა მთლიანი ან ნაკრები მანქანით, ან ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული ტვირთის ტრანსპორტირება, ჩვენი საოპერაციო გუნდი შემოგთავაზებთ ოპტიმალურ მარშუტს და მაქსიმალურად ეფექტურ ფასს. თქვენი ტვირთის უსაფრთხოების კონტროლს ჩვენი საოპერაციო გუნდი და მათი 24 საათიანი ჩართულობა უზრუნველყოფს.

ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ რომ ბიზნესის წარმოების არსებული მეთოდები და კონცეფციის ჩარჩოები, რომლებსაც კავკასიაში სატრანსპორტო კომპანიების უმრავლესობა იყენებს, აღარ არის საკმარისი, რადგანაც ინფორმაციაზე ორიენტირებულ საზოგადოების სწრაფმა ზრდამ, უფრო მაღალი ხარისხის და უფრო კომპლექსური ფიზიკური სადისტრიბუციო მომსახურების საჭიროებები წარმოქმნა. ახლა, ისე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილნი და ღია, ახალ, შემოქმედებით მიდგომებისადმი ბიზნეს საკითხებზე. ჩვენ ჩაბმულნი ვართ მუდმივ ძალისხმევაში რათა მომხმარებლები ახალი და უკეთესი მომსახურებით უზრუნველვჰყოთ. ასე რომ, მზად ვართ მივიღოთ თქვენი შეკვეთები და ვიმედოვნებთ, ჩვენი მომსახურება თქვენი ბიზნესისათვის განუყოფელი გახდება.

ჩვენ გავწიეთ დიდი სამუშაო იმისათვის რომ შეგვეთავაზებინა საუკეთესო პირობები ჩვენი კლიენტებისათვის

პრემიუმ სერვისი

ტქვენი პირადი მენეჯერი ყოველთვის მზადაა თქვენთან ერთად განიხილოს ყველა სახის საკითხი ინდივიდუალური მიდგომით.

გარანტიები

ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ სანდო რეპუტაცია და დავამტკიცეთ ჩვენი პროფესიონალიზმი.

 

მინიმალური ვადები

ჩვენ ყოველ ინდივიდუალურ შეკვეთაზე ვპოულობთ ოპტიმალურ გზას და პირობებს.

ბოლო წლის მონაცემებით, ჩვენ შევძლით ტვირთების 93% მიგვეწოდებინა დამკვეთისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე.