არაგაბარიტული ტვირთი

არაგაბარიტიანი მძიმეწონიანი ტვირთების ტრანსპორტირება მოითხოვს გამოცდილებას, სპეცტექნიკის გამოყენებისას ყველა პირობის დაცვას და ადგილის კარგ ცოდნას. ჩვენ შეგვიძლია რთული ამოცანების ამოხსნა და გვიყვარს კიდევაც, მაგრამ ყველაზე ფასეული კი ისაა, რომ ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ყველაზე მაღალკვალიფიციურ პარტნიორებთან, რომლებსაც ძალუძთ გამკლავება დასმულ ამოცანასთან.

არაერთი წელია, რაც ჩვენ წარმატებით გადაგვაქვს ტრანსფორმატორები, ლითონის პროფილები, ტრაქტორები, სამხედრო დანიშნულების ტექნიკა და მრავალი სხვა. იმ სიტუაციაში, როდესაც დასმული ამოცანის ამოხსნას სჭირდება ოფიციალური ნებართვები, ჩვენ ვურიგდებით სახელმწიფო ორგანოებს და ყველა საჭირო ქაღალდის გაფორმებას ვიღებთ თავის თავზე. ეს ძალზე სერიოზული და მრავალ შემთხვევაში გადაზიდვის ოპერაციისთვის გადამწვეტი მომენტია და თქვენ უნდა მიაქციოთ მას განსაკუთრებული ყურადღება ფორვარდერის შერჩევისას.

ჩვენ პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დიდგაბარიტიანი ტექნიკის გადაზიდვისას საჭირო გახდა ელექტრო მავთულების მოხსნა ბოძებიდან ტრანსპორტირების გზაზე. სხვა შემთხვევაში ერთ-ერთ მონაკვეთზე გზა საერთოდ არ აღმოჩნდა და საჭირო გახდა მისი გაყვანა ტვირთის მიწოდებისათვის საჭირო წერტილში. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ჩვენი მოთხოვნით იძლეოდნენ ოფიციალურ ნებართვებს სამუშაოების ჩატარებაზე.