კონტეინერები

როგორ უფრო ადვილი და იაფია საქონლის დიდი პარტიების გადაზიდვა? თუ ლაპარაკი არ არის სწრაფ ავიაგადაზიდვებზე, ტვირთის მიწოდება ჯობია კონტეინერებით.

ეს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა თავში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიის მფლობელს ამერიკელ მალკოლმ მაკლინს, როდესაც ის უყურებდა, თუ როგორ ტვირთავენ მისი მტვირთავები ბამბას ტომრებით და ყუთებით პორტში გასაგზავნად. იდეა, რომელმაც სატრანსპორტო ბიზნესს სერიოზული ბიძგი მისცა, იმაში მდგომარეობდა, რომ საქონელი იტვირთებოდა არა ცალ-ცალკე, არამედ ერთბაშად მთელი მოცულობა ერთ სათავსში. მაკლინმა იყიდა სანაოსნო კომპანია და ააშენა გემი-კონტეინერმზიდი «Ideal X» , და აგრეთვე შექმნა საავტომობილო კონტეინერების ბაქანი. ამრიგად, 1956 წლის 26 აპრილს იქნა განხორცილებული პირველი კონტეინერული გადაზიდვა, და პირველი 58 კონტეინერი გაემგზავრა ნიუარკიდან ჰიუსტონში.

გადაზიდვების ყველაზე სანდო სახეობას ჯერ ასი წელიც არ შეუსრულდა, მაგრამ კონტეინერულ გადაზიდვებზე დიდი მოთხოვნაა და მათზე მოდის ლოგისტიკის სფეროს ლომის წილი. მისი პლუსი არა მხოლოდ ისაა, რომ კონტეინერული გადაზიდვა – ერთ-ერთი იაფია. საქმე მის უნივერსალობაშია: მასში შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის და ზომის ტვირთის ჩადება. დანარჩენი ბონუსები- ტვირთის უსაფრთხოება, იოლი კონტროლი. მიწოდება პირდაპირ კართან. და კიდევ: კონტეინერისთვის არ არის საშიში არანაირი ამინდის პირობები – მას შეუძლია იდგეს წვიმის და თოვლის ქვეშ და მის შიგთავსს არაფერი მოუვა.

კონტეინერები სხვადასხვა ტიპისაა: ზოგის ტევადობა 10 ტონაა, ზოგში კი 30 ტონა საქონლის ჩადება შეიძლება. ისინი გადასაზიდი ტვირთების ტიპითაც განსხვავდებიან: “ტანკ კონტეინერები” – თხევადი ტვირთებისთვის, “რეფრიჟერატორები” – საქონლის ტემპერატურის შესანახად და “პლატფორმები” – სპეციალური ღია პლატფორმები.

ჩვენი კომპანია “კარგო მარკეტი” ახორციელებს ყველა სახის კონტეინერულ გადაზიდვას. ჩვენ დაგეხმარებით კონტეინერის საჭირო ზომის და ტიპის შერჩევაში, გავაკონტროლებთ მის ტრანსპორტირებას, უაფრთხოებას და მიწოდებას.

 

 

 

 

სტანდარტული კონტეინერები


ტანკი კონტეინერები

მაღალი ტევადობის კონტეინერები


კონტეინერები ხისტი ზედით
ვენტილირებადი კონტეინერები ნაყარი ტვირთების კონტეინერები

სატვირთავი ქვეშები
ბაქნები ღია სახურავიანი კონტეინერები